როგორ შევარჩიოთ პროდუქტი > რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

• ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასვა დარიცხვის სქემის მქონე საბანკო პროდუქტების შესადარებლად. მაგალითად, თუ თქვენ განათავსეთ თანხა ერთწლიან ვადიან დეპოზიტზე, პროცენტის რთული ყოველთვიურად დარიცხვის შემთხვევაში მიიღებთ უფრო მაღალ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ვიდრე - პროცენტის ვადის ბოლოს დარიცხვისას (თუ სხვა პირობები უცვლელია). იხილეთ მაგალითი 1 და მაგალითი 2;

• ეფექტური  საპროცენტო განაკვეთი ითვალისწინებს ყველა არსებულ ფინანსურ ხარჯს, რომელიც არ შედის წლიურ საპროცენტო განაკვეთში. მაგალითად, თუ თქვენ განათავსეთ თანხა ერთწლიან ვადიან ანაბარზე და ამ პერიოდში იხდით ანგარიშის მომსახურების საკომისიოს, მიიღებთ უფრო ნაკლებ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ვიდრე აღნიშნული საკომისიოს არარსებობისას. იხილეთ მაგალითი 1 და მაგალითი 3. სესხთან დაკავშირებით იხილეთ მაგალითი 5 და მაგალითი 8.

• ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ფულის ღირებულების ცვლილებას დროში – მისი გამოთვლისას გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯების გაწევის პერიოდი. მომხმარებელს რაც უფრო გვიან აქვს გადასახდელი ფინანსური ხარჯი, მით უფრო მცირეა ფულის დღევანდელი ღირებულება. იხილეთ მაგალითი 6 და მაგალითი 7.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service