მომხმარებელთა უფლებები > ვის მივმართოთ პრობლემების შემთხვევაში?

ვის მივმართოთ პრობლემების შემთხვევაში

ბანკის მხრიდან ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის, ან მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ ბანკს წარუდგინოთ თქვენი პრეტენზია ზეპირი, წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის წარდგენის დროს ბანკი ვალდებულია გადმოგცეთ პრეტენზიის მიღების დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო კოდი. პრეტენზიაზე წერილობით პასუხს მიიღებთ ბანკისგან წინასწარ განსაზღვრულ დროში. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ ბანკის მხრიდან თქვენს პერტენზიაზე რეაგირებით, შეგიძლიათ საკონსულტაციოდ მიმართოთ ეროვნული ბანკის მომხარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას წერილობით, ელექტრონული ფოსტით cp@nbg.gov.ge ან ცხელი ხაზის 2-406-406 მეშვეობით.

გაითვალისწინეთ, რომ ბანკის მხრიდან „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ დარღვევა არ შეიძლება გახდეს თქვენსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service