ჩვენს შესახებ


საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სათანადოდ იყოს დაცული  ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებები. სწორეს ამ მიზნით 2011 წლის მაისში, საქართველოს ეროვნულ ბანკში  მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება შეიქმნა. განყოფილების ამოცანაა საქართველოს საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი. ჩვენი გუნდი ადმინისტრირებას უწევს „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურებისას  მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესრულებას.

მომხმარებლისთვის ინფორმაციის მარტივად და ოპერატიულად მისაწოდებლად ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც  სისტემატურად განვათავსებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზრის შესახებ. ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ძირითადი საბანკო პროდუქტების, მათი მახასიათებლების, ამ პროდუქტებთან დაკავშირებული სარგებლისა და რისკების, ასევე თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ. ასევე, საშუალება გექნებათ გაეცნოთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს და მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს გამოკითხვებში.

გარდა ვებ-გვერდისა, ჩვენს გუნდს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2-406-406 თქვენთვის სასურველი ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service