23 დეკემბერი ეკონომიკურ ისტორიაში

1913 ვუდროუ ვილსონმა ხელი მოაწერა კანონს ფედერალური რეზერვის შესახებ (Federal Reserve Act). ამ კანონის მიხედვით, შეიქმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა - აშშ–ს ცენტრალური საბანკო სისტემა, რომელსაც მიენიჭა ფედერალური სარეზერვო ბანკნოტების - აშშ დოლარის - გამოცემის  უფლებამოსილება. ფედერალური რეზერვის კანონის მიხედვით შეიქმნა კერძო და საჯარო ინსტიტუტების სისტემა, რომელიც დღეისათვის შედგება 12 ნახევრად კერძო რეგიონალური ფედერალური სარეზერვო ბანკისგან.
აშშ–ს ცენტრალური საბანკო სისტემის საწყისი იყო აშშ-ს პირველი და მეორე ბანკები, რომლის განვითარებაშიც დიდი როლი ითამაშა ალექსანდრ ჰემილტონმა.

1997  ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით ბავშვის აღზრდის ხარჯები 18 წლამდე 149,820 დოლარია.

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით