ეკონომიკური ზრდა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია

ოთარ ნადარაია, ოთარ გორგოძე
დავით უტიაშვილი, ნინო შარუმაშვილი 

 

განვითარებად ქვეყნებში სწრაფი ეკონომიკური ზრდა არა ფუნდამენტალური ფაქტორების ჯამური აკუმულირების, არამედ სტრუქტურული ტრანსფორმაციის გზით მიიღწევა, რაშიც გადამწყვეტი როლი ხარჯების იდენტიფიცირებისა და კოორდინაციის პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებულ სახელწიფო პოლიტიკას ენიჭება. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ შესაბამისი პრინციპების დაუცველობის შემთხვევაში, ინდუსტრიული პოლიტიკა უფრო მეტ რისკს წარმოშობს, ვიდრე შესაძლებლობებს. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკის წინაპირობების შესრულებისათვის შესაბამისი ბაზა არ არსებობს, უმჯობესია სახელწიფოს ჩარევა მხოლოდ “Laissez-Faire“ მიდგომით შემოიფარგლოს. საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და კორუფციის შედარებით დაბალი დონე წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას იძლევა და ამ მხრივ პოტენციალი სათანადოდ უნდა იქნას გაანალიზებული. განვითარების საწყის ეტაპებზე ეკონომიკა დარგების მხოლოდ მცირე ჩამონათვალით შემოიფარგლება. პროცესში კი დივერსიფიკაცია იზრდება და შემდგომ კვლავ მცირდება, რაც კონკურენტული უპირატესობის გამოვლენის მიზნით ახალი დარგების მოსინჯვის შედეგია. კონკურენტული დარგების აღმოჩენის შემდეგ ქვეყნები კვლავ სპეციალიზდებიან.

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით