ბიზნეს უწყვეტობის ეფექტიანი მართვა

დავით პაპუაშვილი

 

იმისათვის, რომ ორგანიზაციამ დანერგოს ბიზნეს უწყვეტობის ეფექტიანი მართვის მექანიზმები, საკმარისი არ არის მხოლოდ ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავება. ეფექტიანობის თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის აღმასრულებელი მენეჯმენტის ჩართულობა ბიზნეს უწყვეტობის გეგმის დაგეგმარების პროცესში. სასურველია, აღმასრულებელი მენეჯმენტი აქტიურად ადევნებდეს თვალყურს ბიზნეს უწყვეტობის შემუშავება/განხორციელების ყველა ეტაპს. ამასთან, მნიშვნელოვანია მთლიანი ორგანიზაციის მასშტაბით ცნობიერების ამაღლება უწყვეტობის საკითხების მიმართულებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე ინერგება ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ დაარეგულირებს ბიზნეს უწყვეტობის მართვის საკითხებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სფეროსთვის, რადგან საბანკო სფერო ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სექტორია, რომლის შეფერხებამაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ეკონომიკის დანარჩენ სექტორებს. 

 

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით