განჭვრეტილი და განუჭვრეტელი მონეტარული პოლიტიკა DSGE მოდელში ჩრდილოვანი საბანკო სისტემით

შალვა მხატრიშვილი
 

უკანასკნელი ფინანსური კრიზისით მოტივირებული წინამდებარე სტატია ახდენს დაჟინებულად რბილი მონეტარული პოლიტიკის როლის შეფასებას ამგვარი კრიზისის გამოწვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ფედმა წინასწარ გამოაცხადა პოლიტიკის შერბილების განზრახვები, მისი ხანგრძლივობა ბოლომდე ცხადი არ იყო, რამაც აგენტების მიერ 2002-05 წწ. პოლიტიკის შედეგების განჭვრეტის შესაძლებლობა დაასუსტა. ანალიზის შედეგები გვაძლევს შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას: უკანასკნელი ფინანსური კრიზისის გამოწვევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდეგმა სამმა ფაქტორმა: ზედმეტად ხანგრძლივად ზედმეტად დაბალმა პოლიტიკის განაკვეთებმა, ფინანსური შუამავლების ზედმეტმა თავდაჯერებულობამ და ეკონომიკური აგენტების მიერ რბილი პოლიტიკის განუჭვრეტელობამ. აქედან გამომდინარე, ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანია, რომ (i) თვალყური ადევნონ განაკვეთების მარჟებს, ვინაიდან იგი შეიძლება ზედმეტ ოპტიმიზმსა და ლევერიჯზე მიუთითებდეს ფინანსურ ბაზრებში და (ii) ტრანსპარენტულად განუცხადონ მათი სამომავლო გეგმები აგენტებს, რადგან მათ მიერ პოლიტიკის განჭვრეტის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გაუკონტროლებელი ბუმ- ბასტის წარმოქმნის შესაძლებლობასა და მის ხანგრძლივობას.

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით