კობა გვენეტაძის ბლოგპოსტი "შეუძლებელი სამეულის" შესახებ

ღია ეკონომიკაში პოლიტიკის გამტარებლის არჩევანი შეზღუდულია - მას შეუძლია მხოლოდ ორი მიზნის არჩევა შემდეგი სამიდან: გაცვლითი კურსის დაფიქსირება, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და კაპიტალის თავისუფალი მობილობა. კონცეპტუალურ დონეზე, აღნიშნული საკითხი "შეუძლებელი სამეულის", იგივე "ტრილემის", სახელითაა ცნობილი. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სამივე მიზნის ერთდროული მიღწევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლად სრულდება, ვინაიდან მას საბოლოოდ მაღალი მაკროეკონომიკური მერყეობა და მწვავე კრიზისიც კი მოსდევს შედეგად.


წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ისეთი ღია და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოპტიმალური არჩევანის წყვილი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და კაპიტალის შეუზღუდავი მოძრაობაა, რაც, თავის მხრივ, გაცვლითი კურსის მოქნილობას გულისხმობს. ამ არჩევნის პირობებში, მცურავი გაცვლითი კურსი საგარეო შოკების შემარბილებლის როლს თამაშობს, კაპიტალის თავისუფალი მობილობა  საგარეო  ფინანსური  რესურსების  გრძელვადიანად მოზიდვას უწყობს ხელს, ხოლო მონეტარული პოლიტიკა კი მის უმთავრეს მანდატზე - ფასების სტაბილურობის ამოცანაზეა ფოკუსირებული. ეს უკანასკნელი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმისა და ზემოაღწერილი არჩევანის პირობებში, ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით მიიღწევა და გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძველია. 


ვრცლად იხილეთ

 

კომენტარები
Adriano Lopez
მარტივი და სწრაფი ფულის სესხი მოქნილი პირობებით. მინიმალური სესხი 10,000 ევროდან 12 000 000 ევრომდე პროცენტით დაბალი პროცენტით იმ პირობებით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ისინი დაგეხმარებათ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის: * ფინანსური სესხი * საცხოვრებელი სესხი * ინვესტიციური სესხი * მანქანის სესხი * სესხის კონსოლიდაცია * საკრედიტო ხაზი * მეორე იპოთეკური სესხი ბანკები ან კიდევ უკეთესი, თქვენ გაქვთ პროექტი და გჭირდებათ დაფინანსება. adrianolopez1968@gmail.comთარიღი: 01.06.2021 21:22
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით