ფინანსური პირობების გავლენა ეკონომიკური ზრდის რისკებზე საქართველოში

აკაკი ლიქოკელი

 

ფინანსური პირობები (financial conditions), განმარტების თანახმად, ფინანსური სისტემის მიმდინარე მდგომარეობას ასახავს და ფინანსურ ბაზრებზე არსებული ინსტრუმენტების მოთხოვნისა და მიწოდების განმსაზღვრელ ფაქტორებს ახასიათებს. ფინანსური პირობები მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან. შერბილებული (ხელსაყრელი) ფინანსური პირობები ფინანსურ ბაზრებზე მაღალ აქტივობას განაპირობებს და მოკლევადიან პერიოდში ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ამასთან, ხანგრძლივი ვადით ფინანსური პირობების შერბილებულმა მდგომარეობამ შესაძლოა ფინანსურ სისტემაში მოწყვლადობის დაგროვება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ეკონომიკური ზრდის რისკებს წარმოშობს. წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში ფინანსურ პირობებსა და ეკონომიკურ აქტივობას შორის ემპირიული კავშირის შეფასება ეკონომიკური ზრდის რისკების (Growth at Risk, GaR) მიდგომის გამოყენებით.

 

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით