საოპერაციო რისკის რაოდენობრივი შეფასების მიდგომები

ქეთევან ნადირაშვილი,

დავით პაპუაშვილი და რობიზონ რაზმაძე


საოპერაციო რისკები ცნობილია, როგორც თანამდევი საოპერაციო რისკი, რომელიც თან ახლავს  ყველა ტიპის აქტივობას თუ ქმედებას. საოპერაციო რისკი ფართო ცნებაა, რომელიც თავის თავში აერთიანებს რამდენიმე მსხვილი რისკის კატეგორიას. მათი აღმოჩენების სპექტრიც, შესაბამისად, საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა ადამიანური შეცდომები, თაღლითობა,  დაუდევრობა, არაეფექტიანი პროცესები, ტექნოლოგიური  ხარვეზები და მრავალი სხვა. აღნიშნული მოვლენების გარდა, საოპერაციო რისკები წარმოიშვება ისეთი მასშტაბური მოვლენებიდან, როგორებიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები, პანდემია, საომარი სიტუაციები და ტერორისტული აქტები. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ერთი მხრივ, საოპერაციო  რისკების აღმოცენების არეალი მეტად მრავალფეროვანია, ხოლო მეორე მხრივ, მათი აღმოცენება შესაძლებელია როგორც სრულიად ნორმალურ, ასევე არაორდინარულ ვითარებებში.


სტატია სრულად

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით