ნაღდი ფულის ნაკადის რისკის შეფასება საქართველოს საბანკო სექტორისათვის

ჩვენი კვლევის მიზანია საბანკო სექტორის მოგების განაწილების შეფასება ლიკვიდობის რისკის განსასაზღვრავად, რისთვისაც ვიყენებთ ნაღდი ფულის ნაკადის რისკს (Cash Flow at Risk - CFaR). საბანკო სექტორის მოგების შეფასებისას ვითვალისწინებთ მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენის შესაძლო არაწრფივობას, რაც საშუალებას გვაძლევს, ასევე შევაფასოთ ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი. შედეგების თანახმად, საბანკო სექტორის მოგებასა და მოკლევადიან და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს შორის დამოკიდებულება, მართლაც, არაწრფივია. მედიანურ შეფასებებთან ერთად, წარმოდგენილია კვანტილური რეგრესიის შედეგებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ განაწილების ბოლოებთან დაკავშირებული რისკები (tail risks). მიღებული შედეგების თანახმად, „ნორმალურ" (მედიანურ) ვითარებაში ნეიტრალურზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის კლება ბანკების მოგებას ამცირებს, ხოლო ლიკვიდობის სირთულეების დროს (ქვედა პროცენტილზე) ნეიტრალურზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის შემცირება კი, პირიქით - ბანკების მოგებას ზრდის. კვანტილური შეფასების თანახმად, ბანკის მოგებასა და შემოსავლიანობის მრუდს შორის დამოკიდებულება ასიმეტრიულია. შედეგები ასევე გვიჩვენებს ბანკის ლიკვიდობის რისკის დამოკიდებულებას სხვა მაკრო ცვლადებზეც. შეფასებები გაკეთებულია როგორც მთლიანი საბანკო სექტორისთვის, ასევე საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკისათვის ცალ-ცალკე.


ვრცლად იხილეთ ნაშრომი

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით