სტერილიზებული ინტერვენციები შესაძლოა, არც ისე „სტერილიზებული“ იყოს

სტერილიზებულ სავალუტო ინტერვენციებთან დაკავშირებით ფართოდ მიღებული მოსაზრებაა, რომ მას ადგილობრივი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე გავლენა არ აქვს. ამის მიზეზია სიტყვა "სტერილიზაცია". თუმცა, ჩვენ ამ კვლევაში ვაჩვენებთ, რომ როდესაც ცენტრალური ბანკის ოპერაციებისათვის საჭირო გირაოს ბაზა საკმარისად დიდი არაა, სტერილიზებულ ინტერვენციებს მაინც შეიძლება ჰქონდეს გავლენა საპროცენტო განაკვეთებზე, სესხების გაცემასა და, მაშასადამე, რეალურ ეკონომიკაზე (გაცვლითი კურსის ეფექტის მიღმა). აღნიშნული მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც ბანკები სესხების გაცემაზე და, მაშასადამე, დეპოზიტების (ფულის) შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი ითვალისწინებენ ლიკვიდობის რისკს. როდესაც გირაოს ბაზა საკმარისად დიდი არაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ჯერ სრულად გამოყენებული არაა, კომერციულ ბანკებს მაინც შეიძლება ჰქონდეთ დეპოზიტების (მასიური) გადინების შიში, რა შემთხვევაშიც გირაოს ბაზა შეიძლება საკმარისი უკვე აღარ აღმოჩნდეს. ეს შიში მცირდება იმ შეთხვევაში, როდესაც სავალუტო ინტერვენციის დროს ისინი ცენტრალური ბანკისაგან უცხოური ვალუტის ნაცვლად პერმანენტულ ლიკვიდობას იღებენ. აღნიშნული არასაკმარისი ლიკვიდობის შიშის შემცირება კი იწვევს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. აღნიშნული მექანიზმის რელევანტურობას ჩვენ სამი სხვადასხვა მიდგომით ვაჩვენებთ: ბუღალტრული, თეორიული და ემპირიული. ამ არხის რაოდენობრივი სიდიდე დამოკიდებულია გამოუყენებელი გირაოს ზომაზე: რაც უფრო მეტია გირაო მით ნაკლებია ლიკვიდობის რისკი და, მაშასადამე, ინტერვენციის საპროცენტო განაკვეთის ეფექტი. გარდა ამისა, ქვემოთ აღწერილი მექანიზმი ცხადყოფს სხვა საინტერესო კავშირებს ლიკვიდობის რისკსა და სარეზერვო მოთხოვნებს შორის.


ვრცლად იხილეთ ნაშრომი

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით