ცხადდება კონკურსი სტატიებისა და ნაშრომების მიღებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტატიების და ნაშრომების მიღებას ჟურნალში „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ გამოსაქვეყნებლად 2013 წლის მეოთხე კვარტალში. სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია 2013 წლის 1 დეკემბრამდე. მიიღება როგორც სამეცნიერო-პოპულარული, ასევე აკადემიური ხასიათის სტატიები.

 

გამოგზავნილი სტატიები უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

 

მაკროეკონომიკა

საერთაშორისო ეკონომიკა

მონეტარული პოლიტიკა

განვითარების ეკონომიკა

ფინანსები და ფინანსური ეკონომიკა

ინსტიტუციური ეკონომიკა

ბანკები და საბანკო საქმე

 

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგი ვიწრო თემატიკის ნაშრომებს:

 

ურბანიზაცია და მისი ეკონომიკური ასპექტები

სოფლის მეურნეობის ეკონომიკა

ჯანმრთელობის დაზღვევა

 

ჟურნალი მოუწოდებს ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორანტებს და გამორჩეულ მაგისტრანტებს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები და სადისერტაციო/სადიპლომო თეზისები. გამოგზავნილი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურირებისა და წყაროების/ბიბლიოგრაფიის მითითების თანდართულ წესებს. სტატიები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს ამ წესებს, განხილული არ იქნება!


გთხოვთ, გამოაგზავნოთ სტატიები შემდეგ მისამართზე: bankjournal@nbg.ge

 დამატებით კთხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2-406-500

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით