რა შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღმა დაკრედიტებამ?

საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება - ევროპის ქვეყნები


ევროპის ქვეყნების გამოცდილება, ჭარბი დაკრედიტების გავლენასთან დაკავშირებით,  ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ქვეყნის ეკონომიკისათვის.

 

საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება - ევროპის ქვეყნები


ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) შეფასებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპაში მომხდარი 45 სისტემური საბანკო კრიზისიდან  27-ის მთავარი გამომწვევი მიზეზი ჭარბი დაკრედიტება იყო. აღნიშნული 27 კრიზისი 21 სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა;

✓ აღნიშნული ქვეყნებისთვის, შინამეურნეობების ვალის ფარდობა მშპ-სთან კრიზისამდე დაახლოებით 8 წელიწადში საშუალოდ 40 პპ-ით იზრდებოდა და საშუალოდ 70%-ს აღწევდა;

✓ ძირითად შემთხვევებში, სესხების მაღალ ზრდას ფინანსური ლიბერალიზაცია და შერბილებული საკრედიტო პირობები უძღვოდა წინ;

✓ ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოჩენას სხვადასხვა მოვლენა (სავაჭრო პირობების გაუარესება, მზარდი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, საგარეო შოკები და სხვა) განაპირობებდა;

✓ მაღალი ვალის ტვირთის გამო, შინამეურნეობებს არ ჰქონდათ საკმარისი ბუფერები კრიზისის გასაძლებად. ისინი ამცირებდნენ მოხმარებას, რასაც ინვესტიციების შემცირება და რეცესია მოყვებოდა;

✓ ხშირ შემთხვევაში, ჭარბი დაკრედიტება უძრავი ქონების ფასების "ბუშტის" წარმოქმნას უწყობდა ხელს. ამ უკანასკნელის გასკდომა კი, მნიშვნელოვნად აუარესებდა მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას, ზრდიდა ფისკალურ ხარჯს და ეკონომიკას სტაგნაციისკენ უბიძგებდა;

✓ ჭარბი დაკრედიტებით გამოწვეული კრიზისების საშუალო ხანგრძლივობა 4 წელს შეადგენდა;

✓ კრიზისის შედეგად, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში საშუალოდ 17%-ს, ხოლო გამოშვების დანაკარგი მშპ-ს 45%-ს აღწევდა.

ევროპის ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ არაჯანსაღმა დაკრედიტებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა და დააზარალოს ქვეყნის ეკონომიკა. აღნიშნული რისკის შემცირება მხოლოდ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებითაა შესაძლებელი. 


წყარო: Occasional Paper Series

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით