როგორ განვახორციელოთ დე-დოლარიზაცია: ლიტერატურის მიმოხილვა

 

შალვა მხატრიშვილი

 

როგორ განვახორციელოთ დე-დოლარიზაცია: ლიტერატურის მიმოხილვაფინანსური დოლარიზაციის შემცირება (დედოლარიზაცია) რომ მრავალმხრივ სასურველი პროცესია, ეს წინა სტატიაში ვრცლადაა განხილული (იხ. მხატრიშვილი, 2017)


როგორც თეორიული და ემპირიული კვლევების უმრავლესობიდან ცხადად ჩანს, დე-დოლარიზაცია ხელს შეუწყობს ღია ეკონომიკის მოქნილობის ზრდას საგარეო შოკებთან გამკლავების დროს, რაც რეალური ეკონომიკის მერყეობას შეამცირებს. იგი ასევე ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას, გაცვლითი კურსის გადაჭარბებული მერყეობების შემცირებას, უარყოფითი გარეგანი ეფექტებისა და მორალური რისკის პრობლემების შერბილებას, საბანკო სექტორის მომგებიანობის ზრდას და საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას. დე-დოლარიზაციის თითოეული ეს შედეგი კი ცალსახად დაეხმარება ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას.


იმის გაანალიზების შემდეგ, თუ რატომ არის დედოლარიზაცია სასურველი, შემდეგი ლოგიკური კითხვაა: თუ როგორ არის დოლარიზაციის შემცირება შესაძლებელი? ქვემოთ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ საერთაშორისო მაკროეკონომიკური ლიტერატურის დახმარებით, როგორც თეორიულ, ასევე ემპირიულ დონეზე. სტატიის მიზანია, დედოლარიზაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო ლიტერატურის მიმოხილვა და საქართველოში დედოლარიზაციასთან დაკავშირებული მსჯელობის დებატის სრულყოფილი სურათის შექმნა.

 

 

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით