გაცვლითი კურსის რისკის შეფასება VAR მოდელით საქართველოს საბანკო სექტორის მაგალითზე

ანა ბიღიაშვილი
ვახტანგ ბერიშვილი

 

გაცვლითი კურსის ცვალებადობამ და მკვეთრმა მერყეობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მრავალი კომპანიის, ბიზნესის სექტორის ან მთლიანად ქვეყნის ფინანსურ მაჩვენებლებზე. აქედან გამომდინარე, გაცვლითი კურსის რისკის შეფასებასა და მისი მართვის თანამედროვე და ეფექტური მეთოდების შემუშავებას საერთაშორისო საფინანსო საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელ წლებში ლარის გაუფასურებამ, ეს საკითხი საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახადა და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. გაცვლითი კურსის რისკის მატარებელია საბანკო სექტორიც. 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკებში მთლიანი აქტივების დიდი ნაწილი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, რაც ამ აქტივებს რისკისადმი მოწყვლადს ხდის. ამიტომ, კომერციული ბანკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტებით რისკების შეფასება და მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი კვლევის მიზანია, დაადგინოს, არსებითია თუ არა სავალუტო რისკი საქართველოს საბანკო სექტორისთვის და როგორ ხდება მისი შეფასება სექტორში.

 

 

 

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით