დე-დოლარიზაციის საერთაშორისო გამოცდილება

 

თამთა სოფრომაძე


შესავალი საქართველოში არსებული მაღალი დო ლარი ზაციიდან გამომდინარე, დე-დოლა რიზაციის ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი საკმაოდ აქტუალურია. დოლარიზაციის დონის შემცირება საქართველოსათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ბოლო წლების განმავლობაში რიგი ღონისძიებები განხორციელდა ამ მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ როგორც საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, დედოლარიზაცია ხანგრძლივი პროცესია და მისი შედეგები უმალვე ვერ მიიღწევა. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზის მიხედვით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის პირობებში თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად დოლარიზაციის შემცირება მხოლოდ თანდათანობით არის შესაძლებელი. წინამდებარე კვლევაში  განხილულია დე-დოლარიზაციის საერთაშორისო გამოცდილება. სტატიაში წარმოდგენილია იმ ქვეყნების  ანალიზი, რომლებმაც კომპლექსური ღონისძიებების შედეგად წარმატებით შეამცირეს დოლარიზაცია. ასევე,  ისეთი ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც დე-დოლარიზაციის ღონისძიებების მიუხედავად დოლარიზაციის დონე კვლავ მაღალია. სტატიაში ასევე წარმოდგენილია საქართველოს დოლარიზაციის დინამიკა და განხილულია აქამდე განხორციელებული ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.

 

 

 

 

 

 სტატია სრულად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით