კორპორაციული მართვა და მისი მნიშვნელობა

ანა ბაზიარი
თათია ქსოვრელი
ელენე თევზაძე

 

კორპორაციული მართვა და მისი მნიშვნელობაკორპორაციული მართვა საწარმოს მართვისა და კონტროლის ერთიან სისტემას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს უფლებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას მართვის ორგანოებს, აქციონერებს, პარტნიორებსა და საწარმოთი დაინტერესებულ სხვა მხარეებს შორის.


გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, არაერთი მსხვილი საწარმო გაკოტრდა, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კომპანიების მენეჯმენტისა და კონტროლის სისტემების ეფექტიანობის გადახედვის საკითხი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა ინტერესი კორპორაციული მართვის მნიშვნელობის მიმართ.


სტატიის მიზანია, ხაზი გაუსვას კორპორაციული მართვის მნიშვნელობას და განიხილოს ადგილობრივ ბაზარზე მისი შესაძლო ეფექტიანი ადაპტაცია საერთაშორისო გამოცდილებისა და განვითარებად ბაზრებზე არსებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. ასევე, წარმოაჩინოს სახელმწიფოსა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციების ფუნდამენტური როლი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღი კორპორაციული მართვის სისტემას.

 

 

სტატია სრულად

 

 

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით