რა შედეგები გამოიღო სებ-ის წამახალისებელმა პოლიტიკამ?

 

ადგილობრივ ბაზარზე საჯარო შეთავაზებით გამოშვებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები,  2018 წელს წინა წელთან შედარებით 104% - ით გაიზარდა.

აქედან, საჯარო შეთავაზებისთვის 204 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ობლიგაციები დამტკიცდა, საიდანაც 94 მილიონი ლარის გამოშვება 2018 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა, ხოლო 110 მილიონი 2019 წლის იანვრის თვეში განთავსდება ( იხ. გრაფიკი 1 ). ჯამურად, ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციების ნარჩენმა ღირებულებამ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 647 მილიონი ლარი შეადგინა ( 2017: 514 მილიონი ლარი ).

 

ობლიგაციების პროცენტული წილი კორპორატიულ სესხებთან მიმართებაშიც გაზრდილია და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით  8% შეადგინა ( 2014: 1%; იხ. გრაფიკი 2 ).


2018 წლის ბოლოს, კორპორატიული ობლიგაციების 55% დენომინირებულია აშშ დოლარში, 38% - ლარში, ხოლო 7% - ევროში.

საგულისხმოა, რომ გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში 458 მილიონი ლარი  შეადგინა (2017: 243 მილიონი ლარი).


ჯამურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნარჩენი ღირებულება, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 932 მილიონ ლარს გაუტოლდა (2017: 647 მილიონი ლარი).

 

 


ამავე თემაზე ვრცლად იხილეთ ჩვენი წინა ბლოგპოსტი

 


კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით