საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტატიების და ნაშრომების მიღებას ჟურნალში „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ გამოსაქვეყნებლად 2013 წლის მესამე კვარტალში. სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია 2013 წლის 15 სექტემბრამდე. მიიღება როგორც სამეცნიერო-პოპულარული, ასევე აკადემიური ხასიათის სტატიები.
გამოგზავნილი სტატიები უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:
✔ მაკროეკონომიკა
✔ საერთაშორისო ეკონომიკა
✔ მონეტარული პოლიტიკა
✔ განვითარების ეკონომიკა
✔ ფინანსები და ფინანსური ეკონომიკა
✔ ინსტიტუციური ეკონომიკა
✔ ბანკები და საბანკო საქმე
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგი ვიწრო თემატიკის ნაშრომებს:
✔ ურბანიზაცია და მისი ეკონომიკური ასპექტები
✔ ინდუსტრიული პოლიტიკა
✔ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა
✔ ჯანმრთელობის დაზღვევა
✔ HR-პოლიტიკა საბანკო სექტორში
ჟურნალი მოუწოდებს ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორანტებს და გამორჩეულ მაგისტრანტებს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები და სადისერტაციო/სადიპლომო თეზისები. გამოგზავნილი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურირებისა და წყაროების/ბიბლიოგრაფიის მითითების თანდართულ წესებს. სტატიები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს ამ წესებს, განხილული არ იქნება!
გთხოვთ, გამოაგზავნოთ სტატიები შემდეგ მისამართზე: bankjournal@nbg.ge
დამატებით კთხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2-406-500