ფინანსური ჯგუფების ზედამხედველობა და რეგულირება


თეონა კონტრიძე

 

ინდუსტრიის სასიცოცხლო ციკლის მოდელის მიხედვით, ტრადიციული საბანკო საქმიანობის პირობებში ეფექტიანობის მიღწევასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად რთულდება მაღალი ამონაგების მიღება. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკის აქციონერები მოგების მაქსიმიზაციას საქმიანობის სხვადასხვა სექტორებში დივერსიფიკაციის გზით ცდილობენ. აღნიშნული ზრდის საბანკო და არასაბანკო სექტორების ურთიერთ კავშირებს. თავის მხრივ, მსგავსი კავშირები გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს რეგულირებადი სუბიექტების ზედამხედველებს. ფინანსური სექტორის განვითარების შედეგად წარმოქმნილი ახალი გამოწვევების საპასუხოდ, იცვლება საზედამხედველო პოლიტიკა და საბანკო ზედამხედველობის კუთხით არსებული მიდგომები.

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით