კომერციული ბანკების ინვესტიციები არასაბანკო სექტორებში და მათი მიზანშეწონილობა საქართველოში

ნინო შარუმაშვილი, გიორგი აგლაძე
 

ცნობილია, რომ საბანკო და არასაბანკო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მისთვის დამახასიათებელია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ეკონომიკისა და საბანკო ინსტიტუტებისათვის. ის ექვემდებარება განსხვავებული სახის რეგულირებას და შეზღუდვებს სხვადასხვა ქვეყანაში. კავშირის ფორმები გამოიხატება, როგორც დაკრედიტების ფარგლებში გრძელვადიანი ურთიერთობით, ასევე ურთიერთმფლობელობით, საერთო კონტროლს დაქვემდებარებითა და საქმიანობათა დაკავშირებით. მაგალითად, ერთობლივი გაყიდვები, საწარმოო ხაზის უწყვეტი ჯაჭვის შექმნა და სხვა. აღნიშნულის მიზანშეწონილობის ანალიზი საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო წლებში. კერძოდ, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის რეალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ზრდის კვალდაკვალ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინვესტიციების ჯამური მოცულობა საბანკო სექტორის აქტივებში კვლავ შედარებით უმნიშვნელო წილს, კერძოდ, 2,6 პროცენტს ინარჩუნებს. ქართული ბანკების მიერ განხორციელებული ინვესტიციების ანალიზი აჩვენებს, რომ ასეთი პრაქტიკის საწინააღმდეგო არგუმენტებით გათვალისწინებული უარყოფითი შედეგები მათ არ ახასიათებთ, რადგან ამ ტიპის საწარმოები უპირატესი პირობებით არ სარგებლობენ კომერციული ბანკების მხრიდან. ისინი ხელს არ უშლიან კონკურენციას შესაბამის სექტორში, იღებენ დასაშვები დონის რისკებს და საერთო ჯამში, საზოგადოებისათვის საზიანო ფენომენს არ წარმოადგენენ. დღეს არსებული ზედამხედველობისა და რეგულირების დონე მორგებულია ადგილობრივ გარემოზე და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ამასთან, მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების ინვესტიციების მონიტორინგის არსებული დონის შენარჩუნება, რადგან მომავალში ინვესტიციების სტრუქტურის ცვლილების შემთხვევაში, პოტენციურად შესაძლებელია აღნიშნული სურათის ცვლილება.

 

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია სხვადასხვა ქვეყნის საბანკო და არასაბანკო სექტორებს შორის კავშირების ფორმები; სამეცნიერო წრეებში მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები; აღნიშნული კავშირების რეგულირების პრაქტიკა, საქართველოში კომერციული ბანკების არასაბანკო საქმიანობაში ჩართვის არსებული ტენდენციები, მათი მიზანშეწონილობა, უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციების ჩათვლით, ადგილობრივი რეგულირების პრაქტიკა და დასკვნა საჭირო ქმედებებთან დაკაშირებით. 

 

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით