რეფინანსირების სესხები - ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი

არჩილ იმნაიშვილი, თამარ ბაიაშვილი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარ მიზანს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მონეტარული პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტს კი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ფასების დინამიკაზე. საოპერაციო კუთხით ცენტრალური ბანკების მთავარ ფუნქციას მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ კომერციული ბანკების მიერ მოკლევადიანი ლიკვიდობის ეფექტიანი მართვით მიიღწევა. რეფინანსირების ინსტრუმენტის გამართული ფუნქციონირება აუცილებელია დაბალი საპროცენტო განაკვეთების არსებობისათვის, გაცვლითი კურსის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის, საფინანსო სექტორის განვითარებისა და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. წინამდებარე სტატიის მიზანია უკეთ გააცნოს მკითხველს ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მოქმედების პრინციპები.

 


სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით