ცხადდება კონკურსი სტატიებისა და ნაშრომების მიღებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტატიების და ნაშრომების მიღებას ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგ ნომერში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია 2015 წლის 1 მარტამდე. მიიღება როგორც სამეცნიერო-პოპულარული, ასევე აკადემიური ხასიათის სტატიები.


გამოგზავნილი სტატიები უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:


✔ მაკროეკონომიკა

✔ საერთაშორისო ეკონომიკა

✔ მონეტარული პოლიტიკა

✔ განვითარების ეკონომიკა

✔ ფინანსები და ფინანსური ეკონომიკა

✔ ინსტიტუციური ეკონომიკა

✔ ბანკები და საბანკო საქმე

✔ ურბანიზაცია და მისი ეკონომიკური ასპექტები

✔ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა

 

ჟურნალი მოუწოდებს ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორანტებს და გამორჩეულ მაგისტრანტებს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები და სადისერტაციო/სადიპლომო თეზისები. გამოგზავნილი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურირებისა და წყაროების/ბიბლიოგრაფიის მითითების თანდართულ წესებს. სტატიები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს ამ წესებს, განხილული არ იქნება!


გთხოვთ, გამოაგზავნოთ სტატიები შემდეგ მისამართზე: bankjournal@nbg.ge


დამატებით კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2-406-500

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით