მაღალი პერფორმანსის მქონე ორგანიზაციები საქართველოს საბანკო სექტორში

ქეთევან ნადირაშვილი
დიმიტრი ჯაფარიძე
ანდრე დე ვაალი


სტატიაში გაანალიზებულია ქართული საბანკო სისტემა მაღალი პერფორმანსის მქონე ორგანიზაციების ჭრილში. ანალიზი დაფუძნებულია მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის პროფესორ ანდრე დე ვაალის მიერ შემუშავებულ ჩარჩოზე – „მაღალი პერფორმანსის ორგანიზაციების ჩარჩო“, რომელიც მენეჯმენტისა და პერფორმანსის შეფასების თეორიაში მიჩნეულია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად. აღნიშნული ნაშრომი ეფუძნება ძალიან დიდი რაოდენობის პრაქტიკულ ქეისებს და ასევე იმ მნიშვნელოვან თეორიულ მიღწევებს, რომლებიც მოპოვებულია ამ სფეროში ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოდელი უნიკალურია იქიდან გამომდინარე, რომ ის არ წარმოადგენს ინსტრუქციას ან მითითებების ჩამონათვალს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ორგანიზაციებში მაღალი პერფორმანსი. მისი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ იგი წარმოადგენს გარკვეულწილად შეფასების ინსტრუმენტს მენეჯერებისათვის. ის ძალიან მოქნილია და შესაბამისად ადვილად მორგებადი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისათვის.

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით