მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენა საკრედიტო რისკზე: ემპირიული ანალიზი

ზვიად ზედგინიძე


წინამდებარე კვლევაში შეფასებულია საქართველოს საბანკო სისტემისათვის საკრედიტო რისკის დინამიკური მოდელი და გაანალიზებულია ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენა საკრედიტო რისკზე. ემპირიული ანალიზის გამოყენებით, შვიდი ძირითადი სექტორის მიხედვით, შეფასებულია უმოქმედო სესხების (NPL) დამოკიდებულება მათსავე წარსულ დინამიკაზე, მაკროეკონომიკურ ფაქტორებსა და სხვა სექტორებიდან რისკის გადამდებ ეფექტებზე. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, კვლევაში განხილულია მაკროეკონომიკური ფაქტორების (მშპ-ს რეალური ზრდა, გაცვლითი კურსის გაუფასურება) გავლენა უმოქმედო სესხებზე ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიხედვით. ასევე, დამატებით განხორციელებულია სტოქასტური სიმულაციები და შეფასებულია საბანკო სექტორის შესაძლო დანაკარგები ორი ჰიპოთეტური სცენარის შემთხვევაში: რეალური მშპ გაპის უარყოფითი შოკი და გაცვლითი კურსის ერთჯერადი გაუფასურება. კვლევაში განხილულ სისტემურ შოკებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საბანკო სისტემის აგრეგირებულ საკრედიტო პორტფელზე. თუმცა, ამ გავლენის ზომა ვარირებს სექტორების მიხედვით.  

 

შესავალი
 

2008 – 2010 წლებში, საქართველოს საბანკო სისტემამ მნიშვენლოვანი მაკროეკონომიკური რყევები განიცადა. აგრეგირებული საკრედიტო დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა (იხ. დიაგრამა 1.1), რაც დიდ წილად განპირობებული იყო სისტემური რისკფაქტორებით. საბანკო სისტემის აქტივების სტრუქტურიდან გამომდინარე, საკრედიტო რისკი ფინანსური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკია (სესხები ბანკების მთლიანი აქტივების 61% შეადგენს 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით). ამდენად, საკრედიტო რისკის ანალიზი და მისი დეკომპოზიცია სისტემურ და იდიოსინკრატულ რისკფაქტორებად მნივშენლოვანია, როგორც კომერციული ბანკების მენეჯერებისთვის, ასევე ფინანსური სისტემის მარეგულირებელი ორგანოებისთვის. 


კერძოდ, თუკი საკრედიტო რისკები სხვადასხვა სექტორებში კორელირებულია სისტემური (საერთო) ფაქტორების გავლენით, ეს ამცირებს პორტფელის დივერსიფიკაციის სარგებელს. ასევე მნიშვნელოვანია, რისკების ერთი სექტორიდან მეორეზე გადადების შესაძლებლობის შესწავლა, რომელიც შესაძლოა ბიზნეს სექტორების მიკრო - დონეზე სხვადასხვა კავშირით იყოს განპირობებული. ყოველივე ეს,  საყურადღებოა მარეგულირებელი ორგანოსთვის,  რადგან უარყოფითი შოკები, შესაძლოა, ამ არხებით  გავრცელდეს და ერთდროულად მრავალ ბანკში გამოიწვიოს საკრედიტო დანაკარგები.

სტატია სრულად 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით