24 სექტემბერი ეკონომიკურ ისტორიაში

1869 – ამ დღეს, რომელიც დღეს „შავი პარასკევის“ სახელით არის ცნობილი, გულდის და ფისკის სპეკულაციური მცდელობების შედეგად ოქროს ბაზარზე ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

1917 - დამტკიცებულია ე.წ. მეორე „Liberty Loan“ აქტი, რომლის იდეაც იყო ობლიგაციების ემისია პირველი მსოფლიო ომის დასაფინანსებლად. აშშ–ს ხაზინამ გამოუშვა 25 ცენტი ნომინალის სადანაზოგო მარკები, რომელთა ყიდვა მოქალაქეებს შეეძლოთ საფოსტო ოფისებსა და ბანკებში. 16 მარკის (ჯამური ღირებულებით 4$) ყიდვის შემდეგ მოქალაქეებს შეეძლოთ გადაეცვალათ ისინი ე.წ. „ომის დანაზოგის მარკაში“ – რომელიც წარმოადგენდა 5% ღირებულების კუპონურ ბონდს, ვადიანობით 1923 წლის 1 იანვრამდე. ამ პროგრამის შედეგად შეგროვდა $1.6 მილიარდი – აშშ–ს მთლიანი საომარი ხარჯების თითქმის 5% დაიფარა.

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით