ცხადდება კონკურსი სტატიებისა და ნაშრომების მიღებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტატიების და ნაშრომების მიღებას ჟურნალში „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ გამოსაქვეყნებლად, 2014 წლის მორიგი ნომრისთვის. სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია 2014 წლის 15 ივლისამდე. მიიღება როგორც სამეცნიერო-პოპულარული, ასევე აკადემიური ხასიათის სტატიები.
 

გამოგზავნილი სტატიები უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:


✔ მაკროეკონომიკა

✔ საერთაშორისო ეკონომიკა

✔ მონეტარული პოლიტიკა

✔ განვითარების ეკონომიკა

✔ ფინანსები და ფინანსური ეკონომიკა

✔ ინსტიტუციური ეკონომიკა

✔ ბანკები და საბანკო საქმე

 

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგი ვიწრო თემატიკის ნაშრომებს:

 

✔ ურბანიზაცია და მისი ეკონომიკური ასპექტები

✔ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა
 

ჟურნალი მოუწოდებს ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორანტებს და გამორჩეულ მაგისტრანტებს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები და სადისერტაციო/სადიპლომო თეზისები. გამოგზავნილი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურირებისა და წყაროების/ბიბლიოგრაფიის მითითების თანდართულ წესებს. სტატიები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს ამ წესებს, განხილული არ იქნება!


გთხოვთ, გამოაგზავნოთ სტატიები შემდეგ მისამართზე: bankjournal@nbg.ge


დამატებით კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2-406-500

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით