ENGLISH
 

ღია ბაზრის ოპერაციები

ღია ბაზრის ოპერაციები წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც არაპირდაპირი გზით ხდება მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე ზეგავლენა ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით. აღნიშნული ოპერაციებისთვის გამოიყენება ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები. ფასიანი ქაღალდების გაყიდვა საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს ამოიღოს საშუალოვადიანი ჭარბი ლიკვიდური სახსრები საბანკო სისტემიდან. ეროვნული ბანკის და სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისია ხელს უწყობს ფულადი ბაზრის განვითარებას.

 სადეპოზიტო სერტიფიკატები

სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება, ეროვნული ბანკის მიერ 2006 წლის სექტემბრიდან ხდება. სადეპოზიტო სერთიფიკატების საშუალებით ხდება საშუალოვადიანი ლიკვიდური სახსრების ამოღება საბანკო სისტემიდან.

სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ხორციელდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ კომერციულ ბანკებს. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით. აუქციონის ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე მოქმედებს საპროცენტო განაკვეთის ჭერი, რომლის ზემოთაც გაკეთებული განაცხადი არ დაკმაყოფილდება.

მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკი სთავაზობს კომერციულ ბანკებს სამთვიან და ექვსთვიან სადეპოზიტო სერტიფიკატებს. 

 

 

 

 
Copyright © 2013 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service