ENGLISH
 

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისთვის საოპერაციო ორიენტირს წარმოადგენს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, რომლის მიღწევაც აუცილებელია ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ოპერაციული ორიენტირის მისაღწევად სებ-ი იყენებს საოპერაციო ჩარჩოს რომელიც შედგება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და პროცედურებისაგან. საოპერაციო ჩარჩო განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება არსებული ინსტრუმენტებით ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მიღწევა. სებ-ის საოპერაციო ჩარჩო შედგება შემდეგი ინსტრუმენტებისაგან: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები, სახაზინო ობლიგაციების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

  პრეზენტაცია მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებზე

 

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების განაკვეთები

[ბოლო განახლება: 19.06.2013]

ვადიანობა

განაკვეთი (%)

რეფინანსირების სესხი

7 დღე

 4.00%

მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი

7 დღე

 (4.00+1) %

ერთდღიანი დეპოზიტები

1 დღე

   (4.00-1.5) %

ერთდღიანი სესხები

1 დღე

   (4.00+1.5) %

სადეპოზიტო სერტიფიკატები

3/6 თვე

განისაზღვრება აუქციონით

სახაზინო ფასიანი ქაღალდები

1/2/5/10 წელი

განისაზღვრება აუქციონით




ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის
სარეზერვო მოთხოვნა* 10.0% 15.0%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

* ნარჩენი ვადიანობების მიხედვით ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 5 პროცენტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 
Copyright © 2013 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service