მონეტარული პოლიტიკის ფორმულირება
საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც არის ქვეყნის ცენტრალური ბანკი. იგი წარმოადგენს მთავრობისგან დამოუკიდებელ ორგანოს და აღნიშნულ პროცესში ხელმძღვანელობს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. ფულად-საკრედიტო და სავალუტო საკითხების განხილვა ხდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს გასატარებელი მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებების შესახებ.
|