ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა
ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების კუთხით ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციებია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.
ამ კუთხით, ეროვნული ბანკი აქტიურად მონაწილეობს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მომოქცევისას წარმოშობილ სხვადასხვა ურთიერთობებში. აღნიშნული ურთიერთობები მოიცავს: ემისიის პროსპექტის დამტკიცებას, ბაზრის მონაწილეების ლიცენზირებას (ან ლიცენზიის გაუქმებას), ფასიანი ქაღალდების მომიქცევის სფეროში სხვადასხვა ტიპის დარღვევების გამოვლენასა და მათი აღკვეთისათვის სათანადო ზომების გატარებას.
საჭირო ინფორმაციის მოსაგროვებლად ეროვნული ბანკი ქმნის შესაბამის ბაზას ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების შესახებ.
ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან, მოახდინოს არსებული ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა და ამ პროცესში გაიზიაროს, როგორც ბაზრის მონაწილეების ინტერესები, ასევე დანერგოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.
|