საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობა
საკრედიტო კავშირები, ძირითადად, რეგიონების მოსახლეობის მონაწილეობით იქმნება და მათ ემსახურება. ზედამხედველობის მიზანია საკრედიტო კავშირების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, დეპოზიტების მფლობელთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების დაცვა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითადი ამოცანა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით, სიღარიბის დაძლევაში გამოიხატება. ზედამხედველობის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობას მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნით ახორციელებს.
რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობაზე ზედამხედველობას, ძირითადად, უკანონო შემოსავლების აღკვეთის ხელშეწყობასა და მიმოქცევაში ყალბი ფულის არსებობის გამორიცხვას ემსახურება.
|