ENGLISH
 
სტატისტიკა > სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენის წესი

განმარტება

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ

 

 

კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში წარმოადგინოს:

1. საბანკო სტატისტიკური ანგარიშგება „საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საბანკო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 17 ივლისის N 184 ბრძანების შესაბამისად, ელექტრონული სახით, ყოველთვიური და ყოველკვარტალური პერიოდულობით, არაუგვიანეს 10 რიცხვისა საანგარიშო თვის/კვარტალის დამთავრების შემდეგ (ელექტრონული მისამართი: macrostat@nbg.gov.ge; საკონტაქტო ტელეფონები: 2-406-251, 2-406-482, 2-406-253, 2-406-252, 2-406-254).

საბანკო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენისას უნდა დაიცვათ მათი დასახელების  სტანდარტები. კერძოდ: ფაილის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტს: EMXXXmmyyyy, EQXXXmmyyyy, სადაც:

- E  არის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების აღმნიშვნელი ასო;

- მეორე ასო მიუთითებს ფორმის წარმოდგენის პერიოდულობას: M - ყოველთვიური, Q - ყოველკვარტალური;

- XXX სიმბოლოები გათვალისწინებულია ბანკის აბრევიატურის (შემოკლებული დასახელება ინგლისური ასოებით) ჩასაწერად;

-  mm გათვალისწინებულია საანგარიშო პერიოდის თვის, yyyy წლის ჩასაწერად.

მაგალითად, "საქართველოს ბანკისათვის" სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისი ფაილების სახელწოდება მიეთითება შემდეგნაირად:

ყოველთვიური - 2012 წლის მარტის - EMBOG032012;

კვარტალური - 2012 წლის მესამე კვარტლისათვის - EQBOG092012.

ნაერთი ინფორმაციის დამუშავების პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონული ვერსია დაცულია არასანქცირებული შეღწევისაგან, თუმცა ეს თქვენ ხელს არ შეგიშლით მათი შევსების პროცესში. აქედან გამომდინარე, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ თქვენ ვალდებული ხართ ანგარიშგების ფორმები წარმოადგინოთ მხოლოდ ჩვენს მიერ მოწოდებული ფორმების ნიმუშებზე, სრული კომპლექტის სახით ერთ ფაილში, მათი ფორმატის რაიმე თვითნებური ცვლილებების გარეშე.

2. "კომერციული ბანკების უცხოური მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ" ყოველკვარტალური სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები F9-1, F9-2, F9-3, F9-4 და F9-5 არაუგვიანეს 20 რიცხვისა საანგარიშო კვარტლის დამთავრების შემდეგ, შევსებული თანდართული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად (ელექტრონული მისამართი: macrostat@nbg.gov.ge; საკონტაქტო ტელეფონები: 406571, 406526).

3. ყოველდღიური ბუღალტრული ბალანსი საანგარიშო საბანკო დღიდან მესამე საბანკო დღის არაუგვიანეს 11 საათისა (ელექტრონული მისამართები: macro@nbg.gov.ge; ketevanch@nbg.gov.ge. საკონტაქტო ტელეფონები: 406480, 406260). მაგალითად, 22 ივლისის ბალანსი უნდა წარმოადგინოთ 24 ივლისის 11 საათამდე.

ყოველდღიური ბალანსი ეროვნულ ბანკში უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით თანდართული ფაილის სახით. ფაილის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტს: bddmmyy.xxx, სადაც:

- b  არის ინფორმაციის ტიპის (ბალანსის) აღმნიშვნელი ასო;

- ddmmyy აღნიშნავს საანგარიშო დღის თარიღს,

- xxx სიმბოლოები გათვალისწინებულია ბანკის ციფრული კოდის ჩასაწერად.

მაგალითად, ბანკი „რესპუბლიკის" 2008 წლის 17 ივლისის ბალანსის წარმოდგენისას შესაბამისი ფაილის სახელწოდება იქნება: b170708.770

ყოველდღიური ბალანსის ეროვნულ ბანკში შესაბამის მისამართებზე მიღების შესახებ დასტურს მიიღებთ ელექტრონულად. თუ რაიმე ტექნიკური მიზეზის გამო თქვენ ინფორმაციას ვერ აგზავნით, იგი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული მატარებლით იმავე ვადებში, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილებაში.

გთხოვთ დაიცვათ ინფორმაციის წარმოდგენის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოქმედება კვალიფიცირებული იქნება საანგარიშგებო დისციპლინის დარღვევად და საქართველოს ეროვნული ბანკი იძულებული იქნება გამოიყენოს სანქციები თქვენს მიმართ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის

მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის

დეპარტამენტი

 
 
Copyright © 2013 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service