ENGLISH
 

18.11.2009   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები

2009 წლის  18 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N20 აუქციონზე  გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 175-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  4  კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 25 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი  4.750 პროცენტით, მაქსიმალური 4.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 4.907 პროცენტით განისაზღვრა.

 

 

 

 


 
 
Copyright © 2010 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service